მდინარაძე: კარგი იქნება, თუ პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას ბულინგს არ დაექვემდებარებიან

კარგი იქნება, თუ პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას ბულინგს არ დაექვემდებარებიან და სიცრუეში არ ჩაჰყვებიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი ნარატივის გაჟღერება დაიწყო, რომ ხმების გადათვლას აზრი აღარ აქვს.

„ძალიან კარგი იქნება, თუ პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას ბულინგს არ დაექვემდებარებიან და სიცრუეში არ ჩაჰყვებიან.

ისინი რომ მართლები იყვნენ, არ დასჭირდებოდათ, ტყუილებით და მანიპულაციებით ხალხის გაბრაზება. მაგალითად, გუშინ ისე გვაუწყეს, რომ 80 ათასი ბიულეტენი გაბათილდა, თითქოს, ქვეყანა დაინგრა და ეს იყო უტყუარი მტკიცებულება, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ რეალურად, არ არსებობს ქვეყანა, სადაც არჩევნების დროს ბიულეტენების სამი-ოთხი პროცენტი ბათილი არ არის. შესაბამისად, ამას რომ გამოიტან წინა პლანზე და შემდეგ ახალ ნარატივს ქმნი, საზოგადოებას ატყუებ, თითქოს, აზრი აღარ აქვს გადათვლას.

აქამდე გადათვლას ითხოვდნენ და როგორც კი დარწმუნდნენ იმაში, რომ გადათვლით, არ დადასტურდა, რასაც საზოგადოებას ეუბნებოდნენ, უკვე სხვა ნარატივს ქმნიან. უკვე მცდელობა დაიწყეს იმაზე საუბრის, რომ აზრი აღარ აქვს გადათვლას“, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების მიერ გიორგი რურუას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიაბოკუჩავა – ხელისუფლების პროპაგანდისტული მესიჯია, რომ ხალხის სამართლიანმა პროტესტმა შეიძლება, გამოიწვიოს კორონავირუსის გავრცელება