პროკურატურა სოფელ ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

ყიზილაჯლოს ინცდენტის მონაწილეებისთვის პროკურატურა პატიმრობის შეფარდება მოითხოვს.

პრკურატურა სასამართლოს კანონით განსაზღვრული 48 საათის განმავლობაში მიმართავს.

შსს-მ ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დღეს 6 პირი 1997 წელს დაბადებული რ.ზ., 1994 წელს დაბადებული მ.ნ., 1996 წელს დაბადებული ბ.მ., 1996 წელს დაბადებული ჰ.კ., 1992 წელს დაბადებული ვ.კ. და 1993 წელს დაბადებული ა.ნ. დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. ისინი მოქალაქეებს საარჩევნო უბანში შეჭრისა და საარჩევნო ყუთის გატაცებისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო ადგილზე წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დაშავდა. თავდამსხმელებმა საარჩევნო ყუთის გატაცება ვერ შეძლეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იქნა პოლიციის დამატებითი ძალები. სამართალდამცველების ჩარევის შედეგად, სიტუაცია განიმუხტა.

banner
წინა სტატიაშიშაქრო კალაშოვი რუსეთის დანაშაულებრივი სამყაროს ლიდერად გამოაცხადეს
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი : „4 წლის განმავლობაში ივანიშვილის მთავრობის მავნებლურმა პოლიტიკამ ქვეყნის გაღარიბება გამოიწვია”