შაქრო კალაშოვი რუსეთის დანაშაულებრივი სამყაროს ლიდერად გამოაცხადეს

შაქრო კალაშოვი „რუსეთის დანაშაულებრივი სამყაროს ლიდერად“ გამოაცხადეს – ამის შესახებ რუსული მედია ეფესბე-ზე დაყრდნობით წერს. როგორც რუსულ მედიაშია ნათქვამი, შაქრო კალაშოვი „უნიკალურ მოვლენად“ ჩაითვალა – სამართალდამცავმა ორგანოებმა კალაშოვის საქმეებში, გამოძიების ისტორიაში პირველად შეიტანა წოდება „დანაშაულებრივი სამყაროს ლიდერი“. გაზეთ კომერსანტის ცნობით, ეს წოდება იმას ნიშნავს, რომ კრიმინალური სინდიკატის წევრი შესაძლოა ნებისმიერი ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან მსჯავრდებული გახდეს.

კომერასნტის მიერ გავრცელებული მასალის თანახმად, 2013 წელს ე.წ. კანონიერი ქურდის, დედ ჰასანის მკვლელობის შემდეგ, რუსეთის დანაშაულებრივი სამყაროს ლიდერი სანდრო კალაშოვი გახდა. გამოძიება ასევე ავრცელებს იმნფორმაციას იმის შესახებ, რომ სწორედ კალაშოვი უწევდა კოორდინირებას კრიმინალური ავტორიტეტების მოქმედებებს და ანაწილებდა გავლენის სფეროებს. იგი ასევე აკონტროლებდა შემოსავლებს და ადგენდა სამოქმედო გეგმებსაც.

banner
წინა სტატიაშიყირგიზეთის პრეზიდენტი : ჩვენც გვქონდა პრობლემები, მაგრამ არ ვრეკავდით მოსკოვსა და ვაშინგტონში
შემდეგი სტატიაპროკურატურა სოფელ ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს