პროკურატურა – ორთაჭალაში მოქალაქის ცემის ფაქტზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგანგებო განცხადება გაავრცელა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, წუხელ ორთაჭალაში მოქალაქის ცემის ფაქტზე პირველადი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ამოღებულია დანაშაულის იარაღი.

”ფაქტზე გამოძიება შსს-მ დაიწყო რომელსაც საპროცესო ზედამხედველობას უწევს პროკურატურა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური პირველადი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ამოღებულია დანაშაულის იარაღი დანა, რომელიც გადაიგზავნა ექსპერტიზაზე. ასევე მიმდინარეობს ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეო კამერების ჩანაწერების დათვალიერება. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას”, – განაცხადა ნათია სუხიაშვილმა.

გვიან ღამით, თბილისში, ორთაჭალაში ტრანსგენდერზე თავდასხმა მოხდა. ის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც უფლებამდაცველი გიორგი ტატიაშვილი აცხადებს, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს

banner
წინა სტატიაშითბილისში არასრულწლოვანი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა
შემდეგი სტატიალევან დავითაშვილი: ყველას ვულოცავ თბილისობის დღესასწაულს