ლევან დავითაშვილი: ყველას ვულოცავ თბილისობის დღესასწაულს

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან და ქალაქის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად „თბილისობა 2016“ – ფარგლებში გამართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გამოფენა დაათვალიერა. აღნიშნულ გამოფენა-დეგუსტაციაზე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შექმნილი საწარმოების პროდუქციაა წარმოდგენილი.

„უპირველეს ყოვლისა ყველას ვულოცავ თბილისობის დღესასწაულს. მოხარული ვარ, რომ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, მათივე წარმოებული ქართული პროდუქციით უკვე აქტიურად არიან ჩართული მსგავს ღონისძიებებში. რაც შეეხება ქართულ ღვინოს, ის ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია და მისი დაგემოვნება ყველა სტუმრისთვის მათ შორის, უცხოელი ტურისტებისთვის დღევანდელი დღესასწაულის შემადგენელი საპატიო ნაწილია”, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა – ორთაჭალაში მოქალაქის ცემის ფაქტზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაჩვენ გვყავს ჰომოფობი პოლიტიკოსები – ელენე ხოშტარია ტრანსგენდერზე თავდასხნის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს