პროკურატურა მზად არის ილია ჯიშკარიანის საქმეზე მასალები ომბუდსმენს გადასცეს – უწყების განცხადება

საქართველოს პროკურატურა ილია ჯიშკარის საქმეზე მზად არის სახალხო დამცველს მასალები გადასცეს.

“საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საქართველოს პროკურატურაში 2019 წლის 11 ოქტომბერს შემოსული მომართვით, საგამონაკლისო წესით ითხოვდა ქ. თბილისის საკრებულოს წევრ ილია ჯიშკარიანის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გაცნობას.

სახალხო დამცველის შესახებ ორგანობული კანონის მე-18 მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს, შემოწმების ჩატარებისას გაეცნოს სისხლის სამართლის , სამოქალაქო და ადმინისტრაციულ მხოლოდ იმ საქმეებს , რომლებზეც მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია შესული .

შესაბამისად, რადგან კანონმდებლობა სახალხო დამცველის მიმართ რაიმე საგამონაკლისო წესს არ ითვალისწინებს, მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახალხო დამცველის აპარატს წერილობით ა ცნობა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურატურა ვერ უზრუნველვყოფს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისთვის საქმის გაცნობას.

ამასთან, საქართველოს პროკურატურა კვლავ მზადყოფნას გამოთქვამს კანონის გათვალისწინებით განაგრძოს სახალხო დამცველის საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა. სახალხო დამცველის აპარატს, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, დაუბრკოლებლად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, შესაძლებლობა აქვს პროკურატურაში გაეცნოს იმ საქმეთა მასალებს, რომელთა ხელმისაწვდომობასაც მისთვის საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს” – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენებისთვის უწყებათშორისი კომისია შეიქმნა
შემდეგი სტატიაპარლამენტი მუშაობს, რათა შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და კერძო სექტორმა შეძლოს მეტი შედეგის მიღება – არჩილ თალაკვაძე