პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის გირაოს სახით მილიონ – მილიონ ლარს ითხოვს

პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ერთი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

ამის შესახებ ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რა საპასუხო შუამდგომლობა ექნება დაცვის მხარეს, ამაზე ადვოკატის თქმით, ხაზარაძესა და ჯაფარძესთან კონსულტაციის შემდეგ გახდება ცნობილი.

ზვიად კორძაძე უახლოეს დროში შეხვდება მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.

ხაზარაძისა და ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს, 16:00 საათზე გაიმართება.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს წარედგინათ ბრალი ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

banner
წინა სტატიაშიდავით დვალი : „რუსთავი 2“-ის საკითხსა და ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას შორის კავშირს ვხედავ
შემდეგი სტატიათაკო ჩარკვიანი – გამოძიება იწყება იქედან, ვინ ჩასვა სკამში გავრილოვი, ამის შემდეგ ხალხი რა მოძრაობებს აკეთებს, მაპატიეთ, მაგრამ არ ვიცი