დავით დვალი : „რუსთავი 2“-ის საკითხსა და ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას შორის კავშირს ვხედავ

ირაკლი ოქრუაშვილმა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით უამრავი აბსურდი თქვა, ამ აქტივობის შედეგია, რომ ის დაკავებულია, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, დავით დვალმა დავით ირაკლი ოქრუაშვილის ოქრუაშვილის დაკავების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით უამრავი აბსურდი თქვა, პირდაპირ რომ დავარქვათ აბსოლუტური სისულელეები, „რუსთავი 2“-ის საკითხსა და ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას შორის კავშირს ვხედავ. ამ აქტივობის შედეგია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი დაკავებულია“, – განაცხადა დავით დვალმა.

ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით გუშინ დააკავეს. ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ ოთხი პირი.

banner
წინა სტატიაშიდავით დვალი : პაატა სალიასთან შეხვედრაზე ქიბარი არ დაგვიპატიჟებია, უბრალოდ, რაღაც ინფორმაცია გავცვალეთ
შემდეგი სტატიაპროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის გირაოს სახით მილიონ – მილიონ ლარს ითხოვს