პროკურატურა – გამოძიების საგანია, ვინ იწერდა მირზა სუბელიანთან შეხვედრებს, ვინ მოიპოვა და ვის ინტერესებში შედიოდა მისი გავრცელება

გამოძიების საგანია ვინ იწერდა მირზა სუბელიანთან შეხვედრებს, ვინ მოიპოვა და ვის ინტერესებში შედიოდა მისი გავრცელება, – ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ პრესკონფერენციაზე გუშინ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, მოქალაქე რომლის განცხადების საფუძველზეც დაიწყო გამოძიება, არის პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი.

„12 ოქტომბერს მას შეხვდა მისთვის უცნობი ადამიანი, რომელმაც მასზე მოახდინა შანტაჟი, რომ გაუვრცელებდა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს. სანაცვლოდ, მას უნდა გაევრცელებინა ის ჩანაწერი, რომელიც მ.ს. ფიგურირებს. ეს ჩანაწერი მას გადასცეს, დაემუქრნენ და დაავალეს, რომ მომხდარიყო გავრცელება, რათა ყოფილიყო უფრო ბუნებრივი, ვინაიდან ის იყო პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი. ეს არის მისთვის უცნობი ადამიანი, ვინც გადასცა ჩანაწერი. გამოძიების საგანია ვინ იწერდა, ვინ მოიპოვა და ვის ინტერესებში შედიოდა მისი გავრცელება“, – აცხადებენ პროკურატურაში.

banner
წინა სტატიაში,, სუბელიანს გაკეთებული აქვს ჩანაწერები, რომელიც საზღვარგარეთ გაიტანა და საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლების დასაშანტაჟებლად გამოიყენებს”
შემდეგი სტატიახელისუფლება კრიმინალური დაჯგუფებების მიერ სარდაფებიდან იმართება – ბათუმში “ძალა ერთობაშია”-ს წევრებმა აქცია გამართეს