პროგრესის მიღწევით არსებობს რეალური შანსი, რომ უფსკრული აღმოიფხვრას

დიალოგის გზით და ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესის მიღწევით არსებობს რეალური შანსი, რომ უფსკრული აღმოიფხვრას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ განაცხადა.

„როგორც შეხვედრაზე შესვლამდე აღვნიშნე, ძალიან ვაფასებ იმ ფაქტს, რომ გვაქვს დიალოგი, რომელიც გადაიქცა პროცესად, რომელსაც აქვს მეორე რაუნდი. უნდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი დისკუსია არ იყო მარტივი, მაგრამ ბოლოს ვიგრძენი, რომ რისი მიღწევაც შევძელით, არის ღრმა გაგება იმისა, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ეს დისკუსიები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ნათელია, რომ არსებობს ჩართულობა ყველა მხრიდან, რომ გაგრძელდეს ეს დიალოგი და ეს მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან, ჩემი აზრით, დიალოგის გზით და ნაბიჯ-ნაბიჯ პროგრესის მიღწევით არსებობს რეალური შანსი, რომ ეს უფსკრული აღმოიფხვრას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაშივუახლოვდებით პოლიტიკური დიალოგის უფრო კონკრეტულ შედეგებს
შემდეგი სტატიავინ რა დათმო, როგორ დათმო და რაშია რეალურად საქმე, ამ კომენტარიდან ალბათ ადვილი გასაგებია ყველასთვის