ვუახლოვდებით პოლიტიკური დიალოგის უფრო კონკრეტულ შედეგებს

იმედი მაქვს, ვუახლოვდებით პოლიტიკური დიალოგის უფრო კონკრეტულ შედეგებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ მმართველ გუნდსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ განაცხადა.

„შემიძლია ვთქვა, რომ მოხარულები ვართ, რომ დიალოგის მეორე რაუნდი შედგა. მოხდა იდეებისა და არგუმენტების გაცვლა. ჩვენ ვხედავთ საფუძველს დიალოგის შემდეგი რაუნდისთვის და იმედი მაქვს, რომ ვუახლოვდებით ამ პოლიტიკური დიალოგის უფრო კონკრეტულ შედეგებს“, – განაცხადა კრისტიან ურსემ.

banner
წინა სტატიაშიშემდგომი შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი იქნება, თუ როგორ დაკომპლექტება მაჟორიტარული ადგილები პარლამენტში
შემდეგი სტატიაპროგრესის მიღწევით არსებობს რეალური შანსი, რომ უფსკრული აღმოიფხვრას