პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო გაიხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო გაიხსნება.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ერთი ახალი საწარმო ამბროლაურში , მეორე კი თბილისში დიდი ლილოს დასახლებაში გაიხსნება.

„პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ახალ პროექტებს ვიხილავთ, დღეს განვიხილავთ და დავამტკიცებთ განკარგულებას, რომლის მიხედვით კიდევ ერთი ახალი საწარმო შეემატება ამ პროექტში დამტკიცებული საწარმოების ნუსხას. ეს არის შპს „იწის წყალი”, რომელიც ამბროლაურში ითვალისწინებს ახალი წყლის ჩამომსხმელი კომპანიის შექმნას, მინიმუმ 233 ათასი ლარის ინვესტიციის განხორცილებას და 30 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. დამეთანხმებით, რაჭაში თითეული ახალი სამუშაო ადგილი არის ძალიან მნიშვნელოვანი იქ მოსახლეობის გამაგრებისთვის. ასევე 70 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება მინა-პლასტიკის ნაკეთობების ახალ საწარმოში, რომელიც თბილისში, დიდი ლილოს დასახლებაში ამოქმედდება. ამისთვის, შპს „კონსტრაქტ ვიჟენს” სახელმწიფოსგან გადაეცემა ქონება, მიწა და ძველი საწარმო-ნაგებობანი, სადაც ის განახორციელებს, მინიმუმ 700 ათასი ლარის ინვესტიციას. ძალიან მისასალმებელია, რომ საინვესტიციო პირობებში კომპანიამ თვითონ გამოთქვა ინიციატივა, რომ 20-მდე ყოფილ მსჯავრდებულს დაასქმებს ამ საწარმოში, რაც ძალიან მისასალმებელია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობამ რთველი 2016-ის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო
შემდეგი სტატიადღეს, ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართება