დღეს, ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართება

დღეს ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართება. შეხვედრა ელჩების დონეზეა შედგება.

როგორ რუსეთის საგარეო საქმე სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, შეხვედრაზე სხვა სამხედრო საკითხებთან ერთად, განხილული იქნება ნატო-ს მიერ აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება და ამის შესაძლო შედეგები ევროპული უსაფრთხოებისთვის. ამას გარდა, მარია ზახაროვას თქმით, დაგეგმილია ბალტიის ზღვის რეგიონში საავიაციო უსაფრთხოების გაზრდასა და ევროპაში ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების მშენებლობის შესაძლო რისკებზე მსჯელობა.

დიპლომატები ასევე განიხილავენ უკრაინასა და ავღანეთში შექმნილ ვითარებას.

ვარშავაში გამართული ნატო-ს სამიტის შემდეგ რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ ალიანსისგან სამიტზე მიღებული გადაწყვეტილბების ახსნა განმატებებს ელოდება.

ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობა 2014 წლის გაზაფხულზე რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო შეწყდა. ორწლიანი პაუზის შემდეგ საბჭოს პირველი სხდომა მხოლოდ მიმდინარე წლის აპრილში გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიპროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო გაიხსნება
შემდეგი სტატიათბილისის ზღვაში მყვინთავების ჯგუფი დაკარგულ მოზარდს ეძებს