პრობლემების მოგვარებაში რა ხვედრითი წილი ექნება საკადრო პოლიტიკას, ამაზე ჩამოვყალიბდებით

“ქართული ოცნების“ დეპუტატის რომან კაკულიას შეფასებით, საკადრო ცვლილებების გარეშე ფუნდამანტალური ცვლილებები შეუძლებელი იქნება.

ამასთან, დეპუტატი ვერ აკონკრეტებს, ვის და რა ფორმით შეიძლება შეეხოს ცვლილებები, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დაანონსა.

„ძირითადი საკადრო ცვლილებები ყოველთვის გამომდინარეობს იქედან, როცა კარგ ანალიზს აკეთებ და იცი, რაში მდგომარეობდა პრობლემები. პრობლემების მოგვარებაში რა ხვედრითი წილი ექნება საკადრო პოლიტიკას, ამაზე ჩვენ ჩამოვყალიბდებით“, – აღნიშნა კაკულიამ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა პარტიაში საკადრო ცვლილებები ღიად დააანონსეს და ამ თემაზე არაერთი განცხადება გააკეთეს.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა – 2007 წლის 7 ნოემბერს ჩვენ შეცდომა დავუშვით
შემდეგი სტატია7 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სასტიკი სახით წარსდგა საზოგადოების წინაშე და ეს არის ის სახე, რომლითაც დღემდე მოდის