გიგი უგულავა – 2007 წლის 7 ნოემბერს ჩვენ შეცდომა დავუშვით

2007 წლის 7 ნოემბერს ჩვენ შეცდომა დავუშვით, – ამის შესახებ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში „ფეისბუქი“ საკუთარ გვერდზე წერს.

„ყველაფერს მოეძებნება ახსნა, ყველაფერს აქვს თავის წინაპირობები, მაგრამ 2007 წლის 7 ნოემბერს ჩვენ შეცდომა დავუშვით.

#ბოდიში

ამ თემაზე მიმდინარე სასამართლო პროცესი არის ფარსი, პროპაგანდა და ჩვეულებრივი შურისძიების ნაწილი.

#სამწუხაროა

2018 წლის 7 ნოემბერს ამით ვინც არჩევნების მოგებას აპირებს, მწარედ ცდება და არის პოლიტიკურად ბეცი.

#წერტილი“, – წერს გიგი უგულავა.

banner
წინა სტატიაშიკომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 2 ლარსა და 80 თეთრს აღწევს
შემდეგი სტატიაპრობლემების მოგვარებაში რა ხვედრითი წილი ექნება საკადრო პოლიტიკას, ამაზე ჩამოვყალიბდებით