ფრიდონ ინჯია – სახალხო დამცველი ამ შემთხვევაში, დესტრუქციული ოპოზიციის მხარეა

„ევროპული სოციალისტების“ წევრი ფრიდონ ინჯია მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფის შექმნას გამოეხმაურა.

როგორც ფრიდონ ინჯია ამბობს, ექიმთა ჯგუფის შემადგენლობაში უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივია.

„სახალხო დამცველი ამ შემთხვევაში, დესტრუქციული ოპოზიციის მხარეა. როგორც მე გადავხედე და ვნახე ექიმთა ჯგუფის შემადგენლობა, ექიმების უმრავლესობა არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი, თუ წევრი არა“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

banner
წინა სტატიაშიხობში 12 წლის ბიჭზე 38 წლის კაცმა სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადა
შემდეგი სტატიაჯაფარიძე – ზურაბიშვილის განცხადებებს არ ვუყურებ სერიოზულად და არ მაქვს ხოლმე მოლოდინები, რომ რაღაც განსაკუთრებულს იტყვის