ხობში 12 წლის ბიჭზე 38 წლის კაცმა სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადა

ხობის ერთ-ერთ სოფელში, 12 წლის ბიჭი 38 წლის კაცმა სავარაუდოდ, გააუპატიურა. ბრალდებული დ.ლ. პოლიციამ ბავშვის გამოკითხვის შემდეგ დააკავა.

ფაქტის შესახებ პოლიციაში ბავშვის მშობლებმა განაცხადეს. დაზრალებული და დაკავებული ერთმანეთის მეზობლები არიან.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სოფელში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში მოხდა.

მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით არის აღძრული, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში“ოცნების” დეპუტატი ლომჯარიაზე – ნაციონალების დამცველია, სახალხო დამცველი არ არის
შემდეგი სტატიაფრიდონ ინჯია – სახალხო დამცველი ამ შემთხვევაში, დესტრუქციული ოპოზიციის მხარეა