ფრიდონ ინჯია: ნიკა მელია დააკლდა პარლამენტს – ის დაამშვენებდა პარლამენტს

ნიკა მელია დააკლდა პარლამენტს – ის დაამშვენებდა პარლამენტს, – ამის შესახებ “ევროპელი სოციალისტების” წარმომადგენელმა, ფრიდონ ინჯიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მან თავი შეიკავა მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებისთვის ხმის მიცემისგან, ინჯია ამბობს, რომ პარტიამ ასე ჩათვალა საჭიროდ.

“ნიკა მელია დააკლდა პარლამენტს და დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ ნიკა მელიას გაცილებით მეტი სარგებლის მოტანა შეეძლო და შეუძლია ჯერ კიდევ პარლამენტში მისი ყოფნით. ის დაამშვენებდა პარლამენტს”, – განაცხადა ინჯიამ.

მიუხედავად ამისა, ინჯიას თქმით, ნიკა მელია ახლა “სხვის თამაშს თამაშობს.”

“მე კარგად ვიცი და კარგად არის დალაგებული ჩემს თავში, როგორ დაიწყო გავრილოვი, შემდეგ ის ღამე, შემდეგ გმირი გაფრინდაშვილი, შემდეგ არჩევნები, მერე დაყოფა და დაშლა ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების, შემდეგ მცდელობა მათი რეანიმაციის და დავამთავროთ გინდაც ჯაფარიძის კაფე-ბარებით – ეს ერთი თამაშია, ერთი სცენარია” , – განაცხადა ინჯიამ.

banner
წინა სტატიაშიშეუწყნარებლობა გენდერული ნიშნით და სიცოცხლის მოსპობის მუქარა-14 წლის გოგოს ბაბუას ბრალი წარედგინა
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: თელი საქართველო არის ამ უსამართლო რეჟიმის წინააღმდეგ და ნიკა მელია არის სიმბოლო ამ ბრძოლისა