რომან გოცირიძე: თელი საქართველო არის ამ უსამართლო რეჟიმის წინააღმდეგ და ნიკა მელია არის სიმბოლო ამ ბრძოლისა

“დღეს ჩვენ ვიხილეთ სამარცხვინო ადამიანები პარლამენტში. ერთხელ როცა დააჭერ ღილაკს, სამომავლოდ უკვე ყველაფერზე წამსვლელები გახდნენ, ყველაფრის მკადრებლების სინდრომი არის ღილაკზე ხელის დაჭერა. ეს იყო ივანიშვილისადმი მონური მორჩილების დადასტურება. დღეს ვხედავთ, რომ მთელი საქართველო არის ამ უსამართლო რეჟიმის წინააღმდეგ და ნიკა მელია არის სიმბოლო ამ ბრძოლისა. ეს ბრძოლა დამთავრდება გამარჯვებით. ჩვენ გვახსოვს, რომ ზუსტად ასეთივე სცენარი წარიმართა მაშინ, ივანიშვილმა დილის 9:00 საათზე დანიშნა კომიტეტის სხდომა და მეორე დღეს სასამართლოში უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება გამოტანილი დაპატიმრების შესახებ. ბოლოს, მიხვდა, რომ მუქარა იყო საერთაშორისო პარტნიორებიდან და უკან დაიხია. ვნახოთ, ეყოფათ კეთილგონიერება, თუ წავა ვა-ბანკზე. წავა ვა-ბანკზე და მიიღებს საპასუხოდ ძალიან ძლიერ დარტყმას ოპოზიციიის მხრიდან”, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიფრიდონ ინჯია: ნიკა მელია დააკლდა პარლამენტს – ის დაამშვენებდა პარლამენტს
შემდეგი სტატიამანუჩარ ახალაია: ხელისუფლება დგას ისტორიის არასწორ მხარეს და მას ქართველი ხალხი გასცემს საკადრის პასუხს