პრეზიდენტს შევთავაზე ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით შეხვედრა, ჯერი მასზეა – ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მზადყოფნას გამოთქვამს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტს შეხვდეს და გააცნოს მოსაზრებები, თუ რატომ არის განაჩენი არსებითად დაუსაბუთებელი.

მისი თქმით, ჯერი ახლა პრეზიდენტზეა. ლომჯარიამ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილთან ამ საკითხზე პირადი კომუნიკაცია ჰქონდა განაჩენის გამოცხადებიდან მალევე. მისი თქმით, პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა, თუმცა დროზე ან სხვა დეტალებზე შეხვედრასთან დაკავშირებით, საუბარი არ ყოფილა.

“მე რამდენჯერმე შევთავაზე პრეზიდენტს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ვარ მზად, რომ შევხვდე და გავუზიარო იურისტებისა და სახალხო დამცველის აპარატის მოსაზრებები, თუ რატომ ვფიქრობთ, რომ ეს განაჩენი არის არსებითად დაუსაბუთებელი. ჯერი ალბათ არის თავად საქართველოს პრეზიდენტზე. უარი არ მიმიღია, თუ ექნება ქალბატონ პრეზიდენტს სურვილი, მე მას ვაცნობე, რომ ვარ მზად ამაზე უფრო მეტი დეტალები მივაწოდო”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

banner
წინა სტატიაშიქვეყნისთვის არ იქნება ცუდი 24-მდე თუ ყველანი მოშორდებით ეკრანებს – მდინარაძე
შემდეგი სტატიასაფრანგეთის ქმედებებს პასუხს გავცემთ – ზახაროვა რუსული ტელეარხების აკრძალვაზე