საფრანგეთის ქმედებებს პასუხს გავცემთ – ზახაროვა რუსული ტელეარხების აკრძალვაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა საფრანგეთის მიერ რუსული სამთავრობო არხების დაბლოკვის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საფრანგეთში სამი რუსული ტელეარხის მაუწყებლობის აკრძალვა უპასუხოდ არ დარჩება.

“საფრანგეთის ხელისუფლება კიდევ ერთხელ არა სიტყვით, არამედ ქმედებით ამტკიცებს “სიტყვის თავისუფლებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის იდეალებისადმი თავდაუზოგავ ერთგულებას”. ამ ქმედებაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო რეაგირებას მოახდენს და საპასუხო ნაბიჯს გადადგამს”. – თქვა ზახაროვამ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტს შევთავაზე ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით შეხვედრა, ჯერი მასზეა – ლომჯარია
შემდეგი სტატიალევან იოსელიანი: დავიწყოთ ფუნდამენტური რეფორმა განათლებაში, რაც ჩვენს შვილებს გაუხსნის გზას და ისინი იამაყებენ საქართველოში მიღებული განათლებით