ცხელი ლობიო, პრასი და მჭადი პრეზიდენტისთვის -ზურაბიშვილის ვიზიტი ხმაურით დაიწყო

სალომე ზურაბიშვილის გურიაში სამდღიანი ვიზიტი ხმაურით დაიწყო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, კალანდობის აღსანიშნავად ჩასულ ზურაბიშვილს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ცხელი ლობიო, მჭადი და პრასი დაახვედრეს. როგორც ჩვენთან საუბარში პერფონმასის ავტორებმა თქვეს, ზურაბიშვილს მიართვეს ის, რაც ძალიან უყვარს.ნაციონალური მოძრაობის წევრები შეეცადნენ იმ ეზოში შესვლას, სადაც ღონისძიება მიმდინარეობდა, თუმცა მათ პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

“ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში და მე პროტესტის პროტესტი არასდროს მექნება”, -ასე უპასუხა ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვას თუ რატომ არ უშვებდნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს სახალხო დღესასწაულზე. იგივე კითხვაზე, პრეზიდენტთან ერთად ჩამოსულმა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ნაციონალებს პროვოკაციის მოწყობა სურდათ და ამ ძალამ არც სტუმრის დახვედრა იცის და არც დღესასწაული.

 

https://youtu.be/iXu0XBYB3KE

banner
წინა სტატიაშიარასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის დამზადება-გასაღებაში ბრალდებული სამი პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
შემდეგი სტატია19 წლის გოგომ,რომელმაც თბილისში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე,აფხაზეთიდან დევნილი 19 წლის ანი შონიაა