არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის დამზადება-გასაღებაში ბრალდებული სამი პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის უკანონოდ დაზადება-გასაღების და ტრეფიკინგის საქმეზე ბრალდებული სამი პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეიცვალა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით – გირაოთი.

სასამართლომ ასევე იმსჯელა მტკიცებულებათა დასაშვებობაზე, თუმცა საქმის განხილვის დასრულება დღეს ვერ მოესწრო და საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 24 იანვარს გამოაცხადებს.

დღეს ბრალდებული სამი პირის, მათ შორის დედა-შვილისა და ავსტრალიის ერთი მოქალაქის საქმე განიხილებოდა.

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით სულ 24 პირია დაკავებული. საქმეში მთლიანად დაზარალებული 23 არასრულწლოვანია, რომელთა ასაკი რვიდან 14 წლამდეა.

banner
წინა სტატიაშირას ნიშნავს უფლის მეორედ მოსვლა
შემდეგი სტატიაცხელი ლობიო, პრასი და მჭადი პრეზიდენტისთვის -ზურაბიშვილის ვიზიტი ხმაურით დაიწყო