“პრეზიდენტობის” ოპოზიციონერი კანდიდატი ასლან ბჟანია ისევ საავადმყოფოში მოხვდა

აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია, ჯერ სოჭის საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი კრასნოდარის კლინიკაში გადაიყვანეს.

„სოჭში ბჟანია ცუდად გახდა, სავარაუდოდ, საუბარია საკვებით მოწამვლაზე, – უთხრა „ინტერფაქსს“ ბჟანიასთან დაახლოებულმა პირმა რენატ ქარჩავამ, თუმცა მისივე თქმით, ბჟანიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ ცნობები სინამდვილეს არ შეესაბამება.

ასლან ბჟანია რუსეთში 2019 წლის 16 მაისსაც მოწამლეს, ის ბერლინში გადიოდა მკურნალობის კურსს.

ასლან ბჟანია, 22 მარტს დანიშნულ დე ფაქტო არჩევნებში პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატია.აფხაზეთში დე ფაქტო არჩევნებში პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა ადგურ არძინბამ კონკურენტის- ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წინასაარჩევნო კამპანია შეწყვიტა.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: მე ვთვლი, რომ ეს იყო დანაშაულებრივი და მინიმუმ დაუდევრობა ხელისუფლებისგან, რომ აქ ფეხი მოიკიდა ამ ვირუსმა
შემდეგი სტატიასაქართველოს ეროვნულ გმირ გურამ გაბესკირიას დღეს 73 წელი შეუსრულდებოდა