პრეზიდენტმა ღირსების მედლით ხუთი ქალი დააჯილდოვა

8 მარტს, ქალთა უფლებების დაცვისა და სოლიდარობის საერთაშორისო დღეს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხუთი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია ათონელის სასახლეში გაიმართა. ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ:

ბაია პატარაია – ქალთა გაძლიერების, გენდერის ნიშით ძალადობის ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობისათვის;
ანა არგანაშვილი – ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების დაცვის, ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;
თამუნა მუსერიძე – განსაკუთრებული სამოქალაქო ინიციატივისა და პასუხისმგებლობისთვის, პიროვნული გამბედაობისა და გამორჩეული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის;
ნატო შავლაყაძე – ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის დირექტორი;
ელისო ამირეჯიბი – ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის დამფუძნებელი.

banner
წინა სტატიაშილევან ხაბეიშვილი – თურქეთში ვიყიდეთ კარაქი, ბრინჯი, შაქარი, პამიდორი, ხახვი, კარტოფილი და ეს პროდუქტები ბევრად უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში
შემდეგი სტატიადიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მსოფლიოს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს