ლევან ხაბეიშვილი – თურქეთში ვიყიდეთ კარაქი, ბრინჯი, შაქარი, პამიდორი, ხახვი, კარტოფილი და ეს პროდუქტები ბევრად უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში

ჩვენ ფაქტებით ვნახეთ, რომ თურქეთში ორჯერ უფრო იაფია პროდუქცია, ვიდრე საქართველოში და საქართველოს მოქალაქე ორჯერ უფრო ღარიბია, ვიდრე თურქეთის მოქალაქე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თურქეთში ფასების შედარების შემდეგ განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ქართველი ხალხისთვის მთავარი გამოწვევა პროდუქტებზე გაზრდილი ფასებია.

„თურქეთის მოქალაქეს მინიმუმ ორჯერ მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეს. პირველადი მოხმარების პროდუქტები, რომელიც ახლა ჩვენ ვიყიდეთ – კარაქი, ბრინჯი, შაქარი, პამიდორი, ხახვი, კარტოფილი და სხვადასხვა პროდუქტები არის ბევრად უფრო იაფი, ვიდრე საქართველოში. ამიტომ ივანიშვილს, კობახიძეს და მდინარაძეს უნდა ესმოდეთ, რომ ქართველი ხალხისთვის მთავარი გამოწვევა არის გაზრდილი ფასი პროდუქტებზე, რადგან ყოველდღიურად უწევთ ამასთან შეხება. 2024 წელი არის უნიკალური შესაძლებლობა შევცვალოთ ივანიშვილი, ივანიშვილის ხელისუფლება და შესაბამისად, კეთილდღეობა ჰქონდეს ყველას და არა ერთეულებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილი დღეს თურქეთში პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების შესადარებლად იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ჯანდაცვის ახალ მინისტრს ორშაბათს დაასახელებს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა ღირსების მედლით ხუთი ქალი დააჯილდოვა