დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მსოფლიოს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, გრანტ შაფსი მსოფლიოს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. შაფსმა ვიდეომიმართვა კიევის ცენტრში ჩაწერა.

“რა მოხდება, თუკი დავუშვებთ, რომ პუტინის მსგავსმა დიქტატორებმა დემოკრატიული ქვეყნები ხელში ჩაიგდონ? რას იტყვით ჩვენი თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებზე? ეს არ უნდა დავუშვათ.

ჩემი მესიჯი ნათელია – უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს. ახლა ყველა ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს თავისუფლების გამარჯვება ტირანიაზე”, – ამბობს შაფსი.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინაში გუშინ ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა ღირსების მედლით ხუთი ქალი დააჯილდოვა
შემდეგი სტატიასაფრანგეთს სურს, თავდაცვის კომპანიებმა აღჭურვილობის წარმოება უკრაინაში დაიწყონ