პრეზიდენტმა გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან ვახტანგ კაპანაძე გადააყენა და ვლადიმერ ჩაჩიბაია დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გადააყენა და ამავე თანამდებობაზე ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დანიშნა.ორივე განკარგულება გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამოსცა. განკარგულებებში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილებები საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიიღო.ვახტანგ კაპანაძის გათავისუფლების მიზეზად უფლებამოსილების ვადის ამოწურვა სახელდება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა დავით ბაქრაძეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა
შემდეგი სტატიაზუგდიდის გამგეობაში საკადრო ცვლილებები დაიწყო- გურგენ სართანია თანამდებობიდან გაათავისუფლეს