გიორგი კვირიკაშვილმა დავით ბაქრაძეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს დავით ბაქრაძეს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა აშშ-ში ელჩის პოზიციაზე.
“მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა გადავუხადო დავით ბაქრაძეს გაწეული ძალიან ნაყოფიერი, წარმატებული საქმიანობისათვის. მისი ხელმძღვანელობით, ჩვენ შესანიშნავი უწყებათაშორისი კოორდინცია გვქონდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით. მისი ძალიან აქტიური მონაწილეობით მომზადდა ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე რეფორმების 2017-2020 წლის დღის წესრიგი. მინდა, მას დიდი მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო შემდგომ საქმიანობაში აშშ-ში ელჩის პოზიციაზე, რომელიც ასევე უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტგრაციის კუთხით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიანოშ ჰერმანი: პრესის თავისუფლება უაღრესად მნიშვნელოვან პრინციპსა და ღირებულებას წარმოადგენს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან ვახტანგ კაპანაძე გადააყენა და ვლადიმერ ჩაჩიბაია დანიშნა