ზუგდიდის გამგეობაში საკადრო ცვლილებები დაიწყო- გურგენ სართანია თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალმა გამგებელმა გამგებლის მოადგილე გურგენ სართანია და მშენებლობის სამსახურის უფროსი ჯაბა არდია თანამდებობებიდან გაათავისუფლა. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თენგიზ შანავას თქმით, არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ახალი გამგებლის არჩევასთან დაკავშირებით, ყველა თანამდებობის პირს უწყდება უფლებამოსილება. რის შემდეგაც, გამგებელი ხელახლა ნიშნავს თანამდებობებზე იმათ, ვისაც მიზანშეწონილად ჩათვლის.

თუ რატომ არ მოხდა ამ ორი ადამიანის ხელახლა დანიშვნა, ამის შესახებ ინფორმაციას თენგიზ შანავა არ ფლობს.

 

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა გენშტაბის უფროსის თანამდებობიდან ვახტანგ კაპანაძე გადააყენა და ვლადიმერ ჩაჩიბაია დანიშნა
შემდეგი სტატიაჯავახიშვილი ჟურნალისტს: რომ გათხოვდეთ და ბიძამ გითხრათ დაწინდული ხარო, არაფერს ნიშნავს – მღვდელმა უნდა თქვას