პრეზიდენტმა ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე და იღუმენია ელისაბედი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძესა და ფოკას მონასტრის წინამძღვარს, იღუმენია ელისაბედს ღირსების ორდენით გადასცა.

გიორგი მარგველაშვილმა ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე შემწყნარებლობის, ტოლერანტობის, ქველმოქმედებისა და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელთა შორის დიალოგის ხელშეწყობისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

გიორგი მარგველაშვილმა ასევე ღირსების ორდენით დააჯილდოვა ფოკას მონასტრის წინამძღვარი იღუმენია ელისაბედი (მესხიშვილი) შემწყნარებლობის, ტოლერანტობის, ქველმოქმედებისა და ერთა შორის მეგობრობის განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის სასახლეში ტოლერანტობის კვირეული გაიხსნა
შემდეგი სტატიაჯონ კერიმ დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა