პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობებზე კანდიდატურები წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები არჩილ მესტვირიშვილი, მურთაზ კიკორია და რობერტ სინგლეკარი წარადგინა.
„მნიშვნელოვანია, რომ არ დავუშვათ რისკის ქვეშ დადგეს ეროვნული ბანკის ფუნქციონირება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 3 კანდიდატი არჩილ მესტვირიშვილი, მურთაზ კიკორია და რობერტ სინგლეტარი მედიას დღეს წარუდგინა. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამ წევრს უფლებამოსილების ვადა 3 დეკემბერს ეწურება. „შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არცერთი წუთით არ დაუშვათ, რომ რაიმე ტიპის რისკის ქვეშ დადგეს ეროვნული ბანკის გამართული ფუნქციონირება და მნიშვნელოვანია, რომ ეს სამივე ვაკანტური თანამდებობა სწრაფად იქნას შევსებული და დაკავებული“, – აღნიშნა მედიისათვის გამართულ ბრიფინგზე კანდიდატების წარდგენისას გიორგი აბაშიშვილმა. მისი განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა დეტალურად განიხილა აღნიშნული კანდიდატურები, რის შემდეგაც მათი პარლამენტში წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო. „ჩვენ ცალსახა კრიტერიუმები გვაქვს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების შერჩევასთან დაკავშირებით – ეს ადამიანები უნდა იყვნენ პროფესიონალები ფინანსების და ეკონომიკის სფეროში, უნდა იყვნენ თავისუფალი პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან და აცნობიერებდნენ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას. არჩილ მესტვირიშვილი ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტია, რომელსაც ეროვნული ბანკის წევრობის ვადა დეკემბერში ეწურება. მურთაზ კიკორია დღემდე „საქართველოს ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს, მანამდე კი, „საქართველოს ბანკის“ ფინანსური დირექტორის პოზიცია ეკავა. რაც შეეხება რობერტ სინგლეტარს, იგი 2002- 2008 წლებში ფინანსური სექტორის განვითარების პროექტების დირექტორად მუშაობდა – 3 წელი მაკედონიის ფინანსური სექტორის პროექტში, 5 წელი კი, სომხეთის ფინანსური სექტორის პროექტში”- განაცხადა აბაშაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისემინარი უნდა გაგევლოთ, რა არის საერთაშორისო ორგანიზაციები -სამადაშვილი ჯანელიძეს
შემდეგი სტატიავიქტორ დოლიძემ ე.წ. კაბელების საქმეზე დასმულ შეკითხვას უპასუხა