ვიქტორ დოლიძემ ე.წ. კაბელების საქმეზე დასმულ შეკითხვას უპასუხა

ვიქტორ დოლიძე: ირაკლი შოთაძე ზეწოლას ახდენს სასამართლოზე

მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრობის კანდიდატმა ვიქტორ დოლიძემ ე.წ. კაბელების საქმეზე დასმულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა- როგორც ადრე ვამბობდი, ახლაც იგივეს ვიმეორებ – კაბელების საქმეზე პირების დაპატიმრება იყო წინა პრემიერის პერიოდში მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. დოლიძე იმედს იტოვებს, რომ დაპატიმრებულები მალე გათავისუფლდებიან.
„ჩემთვის უმთავრესია პრინციპები და ღირებულებები, რასაც მე არასდროს გადავუხვევ. დანარჩენი სხვა – თანამდებობა, ეს არის მეორეხარისხოვანი. რაც შეეხება ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებს, გიორგი კვირიკაშვილის გუნდში არის სწორი გადაწყვეტილება, ისევე როგორც მანამდე გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით არ მაქვს ერთი კითხვაც კი, სწორად მოვიქეცი თუ არა. კაბელების საქმე და იმ ხუთი ადამიანის დროულად გათავისუფლება, ჩვემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. ვფიქრობ, აქედან უფრო მეტის გაკეთებას და მხარდაჭერას შევძლებ“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობებზე კანდიდატურები წარადგინა
შემდეგი სტატიაარანაირი პოლიტიკური ხედვა და გამოწვევების შეფასების უნარი არ გააჩნიათ,