პრეზიდენტმა დაგვცინა, გახდა აგრესიული და გადავიდა შეურაცხყოფაზე, რამაც შოკში ჩაგვაგდო – ქართველი სტუდენტები გერმანიაში მომხდარ ინციდენტზე

region
ავტ.: region ივლისი 15, 2019 15:47

პრეზიდენტმა დაგვცინა, გახდა აგრესიული და გადავიდა შეურაცხყოფაზე, რამაც შოკში ჩაგვაგდო – ქართველი სტუდენტები გერმანიაში მომხდარ ინციდენტზე

პრეზიდენტმა დაგვცინა, გახდა აგრესიული და გადავიდა შეურაცხყოფაზე, რამაც შოკში ჩაგვაგდო – ამბობს ქართველი სტუდენტი, რომელიც გერმანიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს შეხვდა. პრეზიდენტს სტუდენტებმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კრიტიკული კითხვები დაუსვეს. რამაც სტუდენტების თქმით, მათი გაღიზიანება გამოიწვია და შეხვედრა ჩაშალა. პრეზიდენტს კითხვები 20 ივნისის აქციის დარბევაზე, დავით გარეჯის საკითხზე, ასევე რუსეთთან ურთიერთობასა და მის იმ განცხადებებს დაუსვეს, რაც სტუდენტების შეფასებით სახელმწიფოებრივ ინტერესებს აზარალებდა და რუსეთის ინტერესებზე ასხამდა წყალს. სტუდენტები ამბობენ, რომ პრეზიდენტი მშვიდი მანამდე იყო, ვიდრე ისინი სპორტსა და განათლებაზე საუბრობდნენ.

„რთულია, როდესაც საქართველოში ასეთი მდგომარეობა არის ჩვენ დავსხდეთ ასე და ვისაუბროთ სპორტზე და განათლებაზე. ზუსტად ეს იყო ჩვენი პროტესტი, აქედან დაიწყო. მას უნდოდა საუბარი ისეთ საკითხებზე, რომელიც ჩვენთვის უინტერესო არის დღევანდელი გადმოსახედიდან.

ჩვენ დავუსვით კრიტიკული კითხვები ქალბატონ სალომეს, საქართველოს პრეზიდენტს, რამაც გამოიწვია მისი გაღიზიანება. თავიდან ძალიან მშვიდად მიდიოდა ყველაფერი, როდესაც კითხვები ეხებოდა სპორტს, განათლებას თუ ა.შ. როდესაც შევეხეთ პოლიტიკურ საკითხებს და იმ სოციალურ პრობლემებს, რაც საქართველოშია დღესდღეობით, სიმართლე რომ გითხრათ, არ ველოდით ასეთ რეაქციას პრეზიდენტის მხრიდან, რადგან მას თმენის ვალდებულებაც აქვს ყველაფერთან ერთად აღებული და ძალიან, ასე რომ ვთქვათ, გაწიწმატდა.

ჩემს მეგობრებს მიმართ, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყვნენ და ა.შ. რაღაც უაზრო განცხადებებს აკეთებდა, უწიგნურები გვიწოდა და კომიკური ვითარება შეიქმნა. თვით პრეზიდენტსაც კი არ აცდიდნენ ლაპარაკს, რომ გაეცა ჩვენთვის პასუხი. თქვენ მყისიერი რეაქცია მოახდინეთ გაბუნიას განცხადებაზე, სადაც მან შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, იბადება ლეგიტიმური კითხვა, ხომ არ არის საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი ნებსით, თუ უნებლიეთ რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის მხარდამჭერი და განმახორციელებელი საქართველოში.

ეს კითხვა დავუსვი, მან მიპასუხა, რომ ის არის, ანუ ირონიულად, ანუ დაგვცინა, მე პირადად დამცინა ამ კითხვის გამო და მითხრა, რომ ის იყო გამავრცელებელი რუსეთის პოლიტიკის, დამეთანხმა, მაგრამ ირონიულად. გახდა ძალიან აგრესიული და გადავიდა შეურაცხყოფაზე. ამან ჩვენ შოკში ჩაგვაგდო, იმიტომ, რომ პრეზიდენტისგან ასეთი დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ ძალიან შემაშფოთებელია,“- გიორგი ხიმშიაშვილი.

მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი დარბაზის გასასვლელისკენ გაემართა, სტუდენტებმა 20 ივნისის ღამის დარბევის გაპროტესტების მიზნით თვალზე ხელი აიფარეს.

region
ავტ.: region ივლისი 15, 2019 15:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,525
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics