პრეზიდენტმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი – მარიამ შელეგია, თამარ ჟვანია და ვლადიმერ ბოჟაძე წარადგინა.

„დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და ვადებში მიმართა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და წარუდგინა თავმჯდომარის სამი კანდიდატურა.

წარდგენილი კანდიდატები არიან: მარიამ შელეგია, თამარ ჟვანია და ვლადიმერ ბოჟაძე, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული კონსულტაციების შედეგად დაასახელა“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიადამიანური ტრაგედიის, გარდაცვალების და სიკვდილის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ამორალურია – გახარიას კერზაიას საქმეზე საუბრობს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – დათო კირკიტაძე სწორად „ჩავაგდეთ“ და სხვებსაც „ჩავაგდებთ“, ვინც ამას დაიმსახურებს