ადამიანური ტრაგედიის, გარდაცვალების და სიკვდილის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ამორალურია – გახარიას კერზაიას საქმეზე საუბრობს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების თემაზე საუბრისას ოპონენტები გააკრიტიკა. მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან ამ თემით მანიპულირება ხდება.

გიორგი გახარიამ პარლამენტის სესიაზე დეპუტატების კითხვებზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ ია კერზაიას საქმეს გამოიძიებენ. მისი თქმით, დღეს ია კერზაიას შვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

„როგორც ვიცი დღეს, ბატონი შენგელია, თუ არ ვცდები იქნა ან უკვე იყო დაბარებული პროკურატურაში, მას გამოკითხავენ და იქ შემადგენლობა თუ იქნა, რა თქმა უნდა, საქმე უნდა აღიძრას,“ – განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარია ოპონენტებს ადამიანური ტრაგედიების პოლიტიზირებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

„ადამიანური ტრაგედიის, გარდაცვალების და სიკვდილის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, რასაც ამ ბოლო პერიოდში, ვხედავთ, უბრალოდ ამორალურია,“ – განაცხადა გახარიამ.

ია კერზაიას ოჯახის მტკიცებით, სკოლის დირექტორის გათავისუფლება პოლიტიკური მოტივებით სცადეს, რაზე ნერვიულობის გამოც, კერზაია ცუდად გახდა და გარდაიცვალა.

კერზაიას ოჯახი პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს.

banner
წინა სტატიაში,,საგამოძიებო კომისიის სრული დისკრედიტირება მოახდინეთ პარლამენტში იმიტომ, რომ ვერ მიაღწიეთ ვერანაირ შედეგს”
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი წარადგინა