პრეზიდენტმა ახალი კამპანია თელავიდან დაიწყო

საქართველოს პრეზიდენტი თელავის სახელნწიფო უნივერსიტეტშია. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის თელავიდან იწყებს კამპანიას “დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ” – რესპუბლიკის 100 წელი”. კამპანიის მიზანია ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და საფრთხეების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.

2017 წელს საქართველოს რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წელი შესრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქარათველოს პრეზიდენტმა 2018 წელი თავისუფლების წლად გამოაცხადა. თარიღი მიმდინარე წლის 26 მაისს საზეიმოდ აღინიშნება.

თელავის უნივერსიტეტის ფოიეში მობილურ საექსპოზიციო სტენდებზე თემატური გამოფენა მოეწყო, სადაც დამოუკიდებელი საქართველოს მნიშვნელოვანი მოვლენების ფოტოკოლაჟია წარმოდგენილი.

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრმა და დედაქალაქის მერმა 112-ის ახალი პროგრამა წარადგინეს
შემდეგი სტატიაგია მაისაშვილის ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს