გია მაისაშვილის ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტს ბ-ნ გიორგი მარგველაშვილს! საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს! საგარეო საქმეთა სამინისტროს ! ელექტრონულ მედიას! გაზეთების რედაქციებს!

პატივცემულო ბატონებო ! საქართველოში დიდად დაფასებული მამულიშვილი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი და საზოგადო მოღვაწე გია მაისაშვილი, რომელიც ამჟამად მკურნალობდა კალიფორნიის შტატის სტენფორდის უნივერსიტეტის კლინიკაში, ავადმყოფობის გართულების შედეგად მდგომარეობა კრიტიკულ ნიშნულამდე დაუმძიმდა . იგი დიდი ხანია ებრძვის ვერაგ სიმსივნურ ავადმყოფობას, მაგრამ როგორც ავღნიშნავ , საბოლოოდ, წარუმატებელი აღმოჩნდა. უმორჩილესად გთხოვთ, მოხდეს გია მაისაშვილის კალიფორნიის შტატიდან საქართველოში გადმოყვანა ოპერატიულად სასწრაფოდ, რათა საკუთარ სამშობლოში შეძლოს ნუგეშის მიღება. ( სხვა აზრის გატარება არმინდა ) . საქართველოში ვისაც კანონოთ დახმარებისათვის ხელეწიფებოდა , ყველა განზე იყო გამდგარი. მიუხედავად საქმის კურსში ყოფნისა არც ჯანმრთელობის სამინისტროს გაუწვდია საკმარისად დახმარების ხელი. ოჯახის ფინანსური და მატერიალური შესაძლებლობა ამოწურულია. გია მაისაშვილი ღირსია იმისა, რომ სახელმწიფომ , ხელისუფლებამ თავის თავზე აიღოს მისი სამშობლოში სასწრაფოდ გადმოყვანის მეტად საშური საქმე. გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება. პატივისცემით , ახლობელ-მეგობრების სახელით ჟოზე კოდუა. გთხოვთ გაავრცელეთ .

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა ახალი კამპანია თელავიდან დაიწყო
შემდეგი სტატიაჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, მშობლებმა წარმოადგინონ ცნობა ბავშვის ჯანმრთელობასთან და აცრებთან დაკავშირებით