პრეზიდენტის სიძის ახლო მეგობარს, თორნიკე კაჭარავას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

საქართველოს პრეზიდენტის სიძის ახლო მეგობარს, თორნიკე კაჭარავას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. შესაძლოა სასამართლომ დღესვე მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი გადაწყვიტოს.
კაჭარავას ამჯერად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ადანაშაულებენ.
ბრალს დაკავებული უარყოფს და ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს.
თორნიკე კაჭარავას წინააღმდეგ ეს პირველი სისხლის სამართლის საქმე არ არის. ბოლოს ის შარშან დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში დაადანაშაულეს. საქმის ძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას 20 წელი შეუსრულდა
შემდეგი სტატიასროლა და ერთი გარდაცვლილი ფოთში – არსებული ინფორმაციით, მამაკაცს, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატს ქურდავდა, სამართალდამცველმა ესროლა