სროლა და ერთი გარდაცვლილი ფოთში – არსებული ინფორმაციით, მამაკაცს, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატს ქურდავდა, სამართალდამცველმა ესროლა

სროლა ფოთში – არსებული ინფორმაციით, მამაკაცს, რომელიც თიბისი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატს ქურდავდა, სამართალდამცველმა ესროლა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ქურდობის ფაქტს სამართალდამცველი შეესწრო. დაკავებისას პოლიციის თანამშრომელს დამნაშავემ, რომელიც ჩაქუჩით იყო შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.

​თავის არეში დაჭრილის მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის კლინიკაში შეყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

რაც შეეხება სამართალდამცველის მხრიდან სროლის ფაქტს, შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის სიძის ახლო მეგობარს, თორნიკე კაჭარავას ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ
შემდეგი სტატიასმიტების ოჯახის სამი წევრის სასტიკი მკვლელობა – ბრალდებული მწყემსის ოჯახი არც ექსპერტიზის დასკვნას ენდობა