პრეზიდენტის სიძე სამართალდამცველებმა გამოკითხეს

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური სამართალდამცველებმა გამოკითხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამომძიებლები მინდია გოგოჭურთან რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ საღამოს იმყოფებოდნენ.

როგორც ქირურგი ილია წერეთელი აცხადებს, პრეზიდენტის სიძესა და მის მეგობარს საავადმყოფოდან ხვალ გაწერენ.

„გულ-მკერდის არეში არაშემავალი ჭრილობაა, ანუ ცოტა მარტივი დაზიანებაა. გოგოჭურს კი, წვივის დაზიანება აქვს. ორივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამჟამად, შეხვევები მიმდინარეობს და ხვალისთვის ორივე პაციენტის გაწერას ვგეგმავთ“, – განაცხადა ქირურგმა.

თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე, პრეზიდენტის სიძე და მისი მეგობარი რამდენიმე დღის წინ დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

საგამოძიებო უწყებას მომხდართან დაკავშირებით, ჯერჯერობით, არავინ დაუკავებია.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო უმცირესობა კახა კალაძეს პარლამენტში იბარებს
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ფრაქციას სახელწოდება შეეცვალა