„ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ფრაქციას სახელწოდება შეეცვალა

ფრაქციას „ნაციონალური მოძრაობა – საქართველოს წინსვლისთვის“, რომელსაც ნიკა მელია ხელმძღვანელობდა, „ევროპული საქართველო“ ეწოდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე მიიღეს, რომელიც დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.

რაც შეეხება კიდევ ერთ ფრაქციას, რომელსაც ელენე ხოშტარია ხელმძღვანელობს, მას “ნაციონალური მოძრაობა – საქართველოსთვის“ ნაცვლად, „ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისათვის“ ეწოდა.

ფრაქციების თავმჯდომარეები სერგო რატიანი და ელენე ხოშტარია იქნებიან. რატიანმა ფრაქციის თავმჯდომარის პოსტზე ნიკა მელია შეცვალა.

ფრაქცია „ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისათვის“ რიგებში თენგიზ გუნავა და ირაკლი აბესაძე გაწევრიანდებიან, რომლებიც თავის მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარჩენილ რომან გოცირიძესა და სალომე სამადაშვილს ჩაანაცვლებენ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის სიძე სამართალდამცველებმა გამოკითხეს
შემდეგი სტატიანანუკა ჟორჟოლიანი: მიშა რომ ჯართია და გივი თარგამაძე, გიგა ბოკერია, ხათუნა გოგორიშვილი ახალი სახეები, გასაგებია