„პრეზიდენტის შეწყალება ამ შემთხვევაში გაუმართლებელი იყო“ – მეზვრიშვილი

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 16, 2018 13:44

„პრეზიდენტის შეწყალება ამ შემთხვევაში გაუმართლებელი იყო“ – მეზვრიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი პრეზიდენტის მიერ 25 წლის ქალის მოვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, შსს-ს მკაცრი პოლიტიკა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან მიმართებაში ვერ აღსრულდება, თუ ყველა უწყება და მათ შორის პრეზიდენტი არ გაატარებს მკაცრ პოლიტიკას ასეთ დანაშაულთან.

“ამ ადამიანს წარსულში ბრალი ედებოდა ოჯახში ძალადობისთვის. მან მაშინ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა მეუღლეს, რომლის შვილის მკვლელობაშიც ახლა ბრალი ედება. არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის შეწყალება ამ შემთხვევაში იყო გამართლებული. ზოგადად, მიდგომა შინაგან საქმეთა სამინისტროსი ამ კატეგორიის დანაშაულთან დაკავშირებუით არის საკმაოდ მკაცრი. ვერ მოხდება ჩვენი მკაცრი პოლიტიკის აღსრულება პრაქტიკაში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ეფექტურად დაცვა, თუ ყველა უწყება და მათ შორის პრეზიდენტი არ გაატარებს მკაცრ პოლიტიკას მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებთან მიმართებით”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შს მინისტრის მოადგილემ შემაკავებელი ორდერის მნიშვნელოვაზეც ისაუბრა.

„შემაკავებელი ორდერი საკმაოდ ეფექტური საშუალებაა იმისთვის, რომ მოძალადის ქცევის შეკავება და ძალადობის თავიდან არიდება მოახდინოს, თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა მხოლოდ შემაკავებელი ორდერი საკმარისი არ არის და როცა ასეთი შემთხვევებია, სათანადო იძულების ღონისძიების გამოყენება ხდება – ეს იქნება დაკავება თუ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. შემაკავებელი ორდერი საკმაოდ მნიშვნელოვანი ბერკეტია, რომ მოძალადეები შევაკავოთ”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 16, 2018 13:44

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,516
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics