„ზარდიაშვილმა ვისზე რა კომპრომატი უნდა მოაგროვოს, თვითონ კომპრომატია მისი ბინძური წარსულიდან გამომდინარე”- ჭიჭინაძე

„ზარდიაშვილმა ვისზე რა კომპრომატი უნდა მოაგროვოს, თვითონ კომპრომატია მისი ბინძური წარსულიდან გამომდინარე”- ამ განცხადებას „ქართული ოცნების“ წევრი დავით ჭიჭინაძე “ალიასთან” ინტერვიუში თანაგუნდელზე საუბრისას აკეთებს და გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ზარდიაშვილი, ირაკლი კობახიძესთან დაპირისპირებულ თანაგუნდელებზე კომპრომატებს აგროვებს:
„ზარდიაშვილმა ვისზე რა კომპრომატი უნდა მოაგროვოს, თვითონ კომპრომატია მისი ბინძური წარსულიდან გამომდინარე. თუ მის ცხოვრებას გადავხედავთ, რა ცხოვრებით აქვს ნაცხოვრები, გასაკვირი არაფერი არ არის. სასაცილოა, ზარდიაშვილმა საერთოდ ვის მორალზე უნდა ილაპარაკოს. ალბათ, თავისნაირებზე აგროვებს კომპრომატს, მე არაფერი დამიმალავს და არც არაფერს ვმალავ. თუ დეპუტატი ემსახურება ამომრჩეველს პატიოსნად, რა კომპრომატი უნდა მოუძებნონ ზარდიაშვილისნაირებმა?! ამ ადამიანებმა დააკნინეს დეპუტატის სტატუსი და სწორედ მათ გამო გახდა სიტყვა „დეპუტატი“ შეურაცხმყოფელი. ასეთი შელახული რეპუტაციის მქონე ადამიანები, რომელთაც აქვთ დაბალი ინტელექტი, ეკრანებზე ჩნდებიან, დაზეპირებული ფრაზებით, გაუგებარ პერსპექტივებსა და კეთილდღეობაზე ლაპარაკობენ, ეს იწვევს მოსახლეობის აგრესიას,“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაშიკალაძე : გამოვედით მდგომარეობიდან, როცა ერთი ადამიანის გემოვნებით ხორციელდებოდა ქვეყანაში პროექტები, დიზაინი, ოჯახების შექმნაც კი
შემდეგი სტატია„პრეზიდენტის შეწყალება ამ შემთხვევაში გაუმართლებელი იყო“ – მეზვრიშვილი