ეს არ არის ამომრჩევლის კაპრიზი, ეს არის ამომრჩევლის განაჩენი – გაბაშვილი NDI-ის კვლევების შესახებ

“ეს არ არის არავის კაპრიზი, ეს არ არის ამომრჩევლის კაპრიზი, ეს არის ამომრჩევლის განაჩენი,“ – NDI-ისკვლევებს და მის შედეგებს ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი გაბაშვილი, კურიერის პირდაპირ ეთერში აფასებს.

გიორგი გაბაშვილმა ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ყოველწლიურად ვითარება  უფრო და უფრო უარესდება.

„ეს არის სტილი ხელისუფლების მოქმედების. ყველაფერი გააკეთეს თავისთვის,“ – განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

გაბაშვილი NDI-ის კვლევების შედეგებში ნაციონალური მოძრაობის რეიტინგზეც ისაუბრა და განაცხდა, რომ მათ ბევრი მუშაობა მოუწევთ იმისათვის, რომ მოსახლეობას აუხსნან, თუ რაში  მდგომარეობს პარტიის ხედვა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის პოზიცია იყო ოქტომბრის მეორე ნახევარი, პრემიერის იყო დასაწყისი
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი ლატვიის, ბოსნია და ჰერცეგოვინას და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა