პრეზიდენტის მოწვევით დღეს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

დღეს 18:00 საათზე პრეზიდენტის რეზიდენციაში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ოთხი საკითხის განხილვა: მზადება ნატოს ბრიუსელის 2018 წ. სამიტისთვის; რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეები, მათი გავლენა ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე და აშშ-ის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერის გაზრდა; მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემო; რეფორმების მიმდინარეობა ქვეყნის თავდაცვის სფეროში.

მომხსენებლები იქნებიან: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე; საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური; საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი.

უშიშროების საბჭოს აპარატის ინფორმაციით, სხდომაში მონაწილეობისთვის მიწვეულია ეროვნული უშიშროების საბჭოს ყველა მუდმივი წევრი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი : “კინაღამ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე აღმოვჩნდით”
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : გვახსოვს წლები, როგორ ხდებოდა აქციების დარბევა და საბედნიეროდ, ჩვენ ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს