კახა კალაძე : გვახსოვს წლები, როგორ ხდებოდა აქციების დარბევა და საბედნიეროდ, ჩვენ ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 14, 2018 11:26

კახა კალაძე : გვახსოვს წლები, როგორ ხდებოდა აქციების დარბევა და საბედნიეროდ, ჩვენ ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს

კიდევ ერთხელ დარწმუნდა საზოგადოება, მოსახლეობა იმაში, რა განსხვავებაა ჩვენს ხელისუფლებასა და წინა ხელისუფლებებს შორის, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებისთვის მთავარი ღირებულება არის ადამიანი და მისი სიცოცხლე.

„ჩვენთვის ყველასთვის მთავარი ღირებულება არის ადამიანი, ადამიანის სიცოცხლე, ყველაზე მთავარი მონაპოვარი 2012 წლიდან ეს არის ადამიანის თავისუფლება. ჩვენ მართლაც ვაშენებთ დემოკრატიულ ქვეყანას, სადაც იცხოვრებენ თავისუფალი ადამიანები. რაც შეეხება იმას, რომ გუშინ აქცია დაიშალა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან აქციის პარალელურად იმართებოდა მეორე აქცია და ძალიან დიდი საშიშროება იყო, რომ მომხდარიყო ადამიანების დაპირისპირება, რაც კატეგორიულად მიუღებელია თითოეული ჩვენგანისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და თითოეულ პოლიციელს.

„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო გიორგი გახარიას, მადლობა გიორგი კვირიკაშვილს, მინდა ასევე მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს. ადამიანები, რომლებიც მართლაც ღირსეულად იცავდნენ იქ მყოფი ადამიანების უფლებებს და მათ ყველანაირი შესაძლებლობა მიეცათ, რომ თავისუფალ გარემოში ჰქონოდათ შესაძლებლობა, ესაუბრათ იმაზე, თუ რა მოსაზრებები აქვთ. ზუსტად ეს არის ის მიღწევა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. გვახსოვს წლები, როგორ ხდებოდა აქციების დარბევა და საბედნიეროდ, ჩვენ ეს ყველაფერი ჩავაბარეთ წარსულს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 14, 2018 11:26

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,259
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics