პრეზიდენტის მხრიდან ჩვენ მოველით უფრო მეტ თანმიმდევრობას და უფრო მეტ სიმტკიცეს“- ბოკერია

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიგა ბოკერია მე-9 მოწვევის პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას აფასებს. მისი თქმით, ისინი გიორგი მარგველაშვილისგან უფრო მეტ სიმტკიცეს მოელიან.

“პრეზიდენტმა ახსენა ნაწილი იმ უზარმაზარი გამოწვევებისა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და იმ პრობლემებისა, რომელსაც მართლა უფსკრულის პირას მივყავართ, ჩვენ როგორც ქვეყანა, ამ პრობლემების შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვის ამ გუნდს, იმ კაცს, ვინც ეს გუნდი შექმნა. პრეზიდენტის მხრიდან ჩვენ მოველით უფრო მეტ თანმიმდევრობას და უფრო მეტ სიმტკიცეს,“ – განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, უმრავლესობა არანაირი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.

“ოპტიმიზმის საფუძველს არცერთი მიმართულებით არ იძლევა ივანიშვილის ეს უმრავლესობა. ყოველთვის იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ შეიძლება იყოს უკეთესი ვიდრე იყო. ჩვენი ამოცანაა ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ძალიან უარესი არ გახდეს. რაც შეეხება პრეზიდენტთან თანამშრომლობას, შეიძლება რაღაც გამოცდილება დაგროვდა ივანიშვილის გარემოცვაშიც, რომ ისეთი ველური მეთოდებით აღარ უნდა იმოქმედონ,” – აღნიშნა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი : საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მასობრივად გაყალბდა!
შემდეგი სტატიაიან კელი : მოუთმენლად ველოდებით ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან თანამშრომლობას