პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 20, 2019 14:01

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით

აქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში ბრალდებული რამდენიმე პირის შეწყალების ფაქტზე გენერალური პროკურატურის მხრიდან გამოძიების დაწყებას მიესალმება.

აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ მძიმე ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელების ფონზე, პროკურატურის მიერ ფაქტების შესწავლა ერთადერთი სწორი გზაა.

„მივესალმებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.

ისეთ დროს, როცა არ წყდება ინსინუაციების და მძიმე ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება, ერთადერთი სწორი გზა პროკურატურის მიერ ფაქტების შესწავლა და შემდეგ სათანადო სამართლებრივი რეაგირების განხორციელებაა“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 20, 2019 14:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,333
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics