პროკურატურამ ირმა ნადირაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია „ევროპული საქართველოს“ წევრი, ირმა ნადირაშვილი.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2019 წლის 28 აგვისტოს მსჯავრდებულების რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვის მიზნით დეპუტატი საგამოძიებო უწყებაში ორშაბათს გამოცხადდება.

„შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დღეს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.

გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას პროკურატურა პერიოდულად მიაწვდის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაშეწყალების საკითხთა კომისიიის მეირ სავარაუდოდ დარღვეულია შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ” პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის N120 ბრძანებულების მოთხოვნები